Sunday, June 26, 2016

მეცხრე დღე

ჩემი  პროექტი - ,,გაუფრთხილდეთ  გარემოს"


დავასრულეთ  მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ცენტრის მიერ ორგანიზებული ტრენინგი   INTEL- პროექტებით სწავლება.
 დღევანდელი დღე საკმაოდ დატვირთული და საინტერესო იყო. ყოველმა მონაწილემ მოახდინა თავიანთი პროექტების პრეზენტაცია.უპასუხეს დასმულ კითხვებს და მიიღეს მონაწილეების შეფასებები.
    ავტვირთე   ჩემი პროექტი ბლოგზე.
    დიდი მადლობა ასეთი საინტერესო და ნაყოფიერი ტრენინგისავის მასწავლებელთა სახლს და ჩვენს ტრეინერს ქალბატონ   ნინო  მღებრიშვილს.

Saturday, June 25, 2016

მერვე დღე

                                    მერვე   დღის   რეფლექსია



       მოცემული მოდული დამეხმარა გამეანალიზებინა დამოუკიდებელი მსწავლელისა და დიფერენცირებული სწავლების როლი და ურთიერთდამოკიდებულება რამდენიმე თვალსაზრისით, მოსწავლეთა მხარდაჭერისათვის შევქმენით პროექტის ფასილიტაციის პრეზენტაცია, რათა მოსწავლემ დამოუკიდებლად შეძლოს თავისი უნარ-ჩვევებისა და ფაქტობრივი ცოდნის გამოყენება. საპროექტო სწავლებაში ჩავრთავ ყველა ტიპის მოსწავლეს. ვიუვერი გვასწავლის, როგორ გამოვიყენოთ დიფერენცირებული მიდგომები. პროექტის გეგმაში შევიტანეთ ცვლილება.

Thursday, June 23, 2016

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე

მეშვიდე დღე

                  მიმდინარე მოდული დამეხმარა, გამეანალიზებინა მოსწავლეზე ორიენტირებული შეფასების ფორმები რამდენიმე თვალსაზრისით . გავეცანი და შევქმენი მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის ჩეკლისტი რომელიც მოსწავლეს საშუალებას მისცემს დაგეგმილი სამუშაო სტრუქტუირებულად შეასრულოს. ასევე გავეცანით და შევქმენით მოსწავლის სავარაუდო რუბრიკა, რომელიც მოსწავლეს დაეხმარება ჯგუფის მიერ შესრულებული სამუშაოს შეფასებაში. შესწორება შევიტანეთ შეფასების დროის ჩარჩოში, აღვწერეთ შეფასების მეთოდები. პორტფოლიოს შეფასების რუბრიეკით კოლეგებს შევუფასეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი განმავითაღებელი კომენტარით.                 

Sunday, June 19, 2016

მეექვსე დღე

მეექვსე   დღის   რეფლექსია

შევისწავლეთ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომის შექმნის, შეფასების,პრეზენტაცია, პუბლიკაციის ვარიანტები.სავარაუდო ნაშრომის შესასრულებლად უნდა ვიცოდეთ რა უნარჩვევებს ფლობს მოსწავლე.და ვამუშავებთ იმ ჩარჩოში, რაც მას შეუძლია. სავარაუდო ნაშრომის შემდეგ საუბარი გვქონდა ბროშურის რუბრიკაზე შემდეგ შევასრულეთ პრაქტიკულად.
საინტერესო ტრენინგი იყო. მადლობა ქალბატონ    ნინოს.

Saturday, June 18, 2016

მეხუთე დღე

                          მეხუთე  დღის  რეფლექსია



         ეს მოდული დამეხმარა დავფიქრებულიყავი რა გავლენა შეიძლება ჰქონდეს ინტერნეტს
სწავლის პროცესზე.
სასურველი საიტების დამახსოვრება ვისწავლეთ.  როგორ  დავიცვათ  საავტორო   უფლებები.
გაზიარება ჩემი კოლეგის პროექტის და კომენტარის გაკეთება.